საზოგადოება
მთავრობის გეგმით, თბილისი და რუსთავი მეტროს ხაზით ერთმანეთს 4 წლის ვადაში დაუკავშირდება
ინფრასტრუქტურაში გასულ წელს ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ინვესტიციების მაქსიმუმს, ხოლო 2019 წელს იქნება მასზე გაცილებით მეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
„2018 წელს ჩვენ გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, კერძოდ, ქობულეთის 18-კილომეტრიანი შემოვლითი გზა. 2019 წელს დაიწყება გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთზე აქტიურად სამშენებლო სამუშაოები. დაიწყება ძალიან მნიშვენლოვანი და საინჟინროდ ყველაზე რთული პროექტები რიკოთის უღელტეხილზე. ერთ-ერთი მტკივნეული ადგილი ჩვენი ინფრასტრუქტურისთვის. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი ინფრასტრუქტურა და დარწმუნებული ვარ, რიკოთის უღელტეხილზე ამ პროექტის რეალიზაციის შემდეგ ჩვენი, როგორც ქვეყნის კონკურენტუნარიანობა იქნება ძალიან მაღალი. აქ მე ვგულისხმობ როგორც რკინიგზის, ასევე ავტობანის მშენებლობას, რომელიც უზრუნველყოფს ოთხი სეზონის განმავლობაში უსაფრთხო გადაადგილებას“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 210-კილომეტრ გზას, 20 ხიდს და დასრულდა 17 ნაპირსამაგრი პროექტი.
პრემიერის განცხადებითვე, წელს დასრულდა დევდორაკის თითქმის 2-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა და ევროპული სტანდარტით აშენდა ყველაზე რთული, წყნეთი-ბეთანიის გზა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 2022 წლის ჩათვლით, საქართველოში ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს დასრულდება, რომელიც კავშირშია საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობასთან, ,,კავშირშია იმასთან, რომ ინფრასტრუქტურა არასდროს იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ბარიერი“.
„2019 წელს ჩვენ თბილისის მერიასთან ერთად ვიწყებთ თბილისის მიწისზედა მეტროს მშენებლობას. თბილისს დაემატება 8 ახალი მეტროსადგური. ჩვენ ამ პროექტს გავაკეთებთ თბილისის შემოვლითი რკინიგზის სანაცვლოდ, რომელიც იყო სრულიად გაუაზრებელი და საინჟინრო თვალსაზრისით მიუღებელი. ამ პროექტის სანაცვლოდ თბილისი მიიღებს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტს. რამდენიმე თვეში ჩვენ ამავე დროს გვეცოდინება ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის შედეგი, თუ როგორ შეიძლება ავაშენოთ ახალი მონაკვეთი და ერთმანეთს დავუკავშიროთ თბილისი რუსთავს. მე ძალიან ვარ მოწადინებული, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


