პოლიტიკა
მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება
მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება.
სავარაუდოდ, დღესვე მოხდება საკითხების ბიუროს სხდომაზე გატანა.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ოფიციალურად პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი წარადგენს. თავის მხრივ, პარლამენტს განხილვის 7-დღიანი ვადა აქვს.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს თანამდებობა გიორგი გახარიამ დაიკავა.
გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო. ენერგეტიკის სფერო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში გადავიდა, რომელსაც სამთავრობო ცვლილებების გათვალისწინებით, დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ასევე, აღნიშნული უწყების ხელში გადავიდა ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.
გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეცა, ხოლო ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
ცვლილებები განხორციელდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართულებითაც. გარემოსა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი გახდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითვე, გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


