პოლიტიკა
მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შეფასებით, მთავრობის გადადგომა მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს. სარალიძის თქმით, ახალი პრემირის დანიშნისთანავე ის მასთან შეხვედრას მოითხოვს.
„მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმისა და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, პირდაპირ ვამბობ ამას. რა თქმა უნდა, როგორც კი დაინიშნება პრემიერი, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე - მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს თუ არა", - განაცხადა სარალიძემ.
სარალიძემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვდა, თუმცა მასთან შეხვედრის შემდეგ, აზრი შეცვალა და მხოლოდ შს მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ პოსტის დატოვება მოითხოვა.
„მანამდე მოვითხოვე, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის გადადგომა, იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს დაუბრუნდა ეს საქმე ძიებაში. როდესაც შევხვდი ამ პიროვნებას, დავრწმუნდი, რომ ამ კაცმა ამ საქმის შესახებ არაფერი არ იცოდა და პირობა დადო, რომ თვალყურს მიადევნებდა. ესე იგი, თანამდებობიდან სპეციალურად გადააყენეს, რომ თვალყური ვეღარ მიადევნოს, რომ გაიწელოს, ორი კვირა ან ერთი თვე გაიწელება ალბათ, მინიმუმ, ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელთანაც პირდაპირი კითხვა მექნება - რას იტყვის ჩემი საქმიდან გამომდინარე, აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე თუ - არა",-თქვა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე დღეს შსს-ში მორიგ გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რაც ეხებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


