პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა კახიშვილი ინიშნება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა კახიშვილი ინიშნება.
კახიშვილი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
„კახა კახიშვილი შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეფორმების კოორდინაციის საქმეში.
„კახა კახიშვილი დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ის ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, რომ კოორდინაცია გაუწიოს ყველა რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც არის ჩვენი მხრიდან დაანონსებული“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება, ამავე დროს, შემოდგომაზე ახალი ინიციატივებიც იქნება წარდგენილი.
„მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა კახიშვილი ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
კახა კახიშვილი 2015 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


