პოლიტიკა
მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა სთავაზობდეს ნარკოდამოკიდებულებს მკურნალობისა და სარეაბილიტაციო პროგრამებს, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს.
„მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან დაიცავს და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ხელს შეუწყობს. ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამებით, ხოლო პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში“, -თქვა თალაკვაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და არასამთავრობოებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემაზე უნდა იმსჯელონ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკაზე შეთანხმება საგაზაფხულო სესიისთვის მიღწეული იქნება.
ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით 2017 წლის 27 დეკემბერს მიიღო. ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომიდან დაიწყო.
საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადების შემდეგ კანონპროექტის განხილვა დროებით შეწყდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


