უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 იანვარი, 2017 14:20
font-size

მთავრობაში ხალხი მიდის-მოდის, მე კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ - გია ცერცვაძე

უკრაინის სააპელაციო სასამართლოს მიერ წინასწარი დაპატიმრების იზოლატორიდან გათავისუფლებული გია ცერცვძე რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადების ორ მიზეზს ასახელებს.

როგორც ცერცვაძემ რუსთავი2-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთს ორი ამოცანა ამოძრავებს: პირველი ის, რომ ხელში ჩაიგდოს ის პირები, რომლებიც საქართველოს სამხედრო საიდუმლო ინფორმაციას ფლობენ; და მეორე, რუსეთს სურს დასაჯოს ის ჯარისკაცები, ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა.

„რუსეთის ამოცანაა, პირველ რიგში, მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც ჰქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე, ანუ სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო დანაყოფების, სტრუქტურაზე და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც საქართველოს საიდუმლოებას წარმოადგენს. მეორე მოტივი ის არის, რომ სურთ დასაჯონ ის ხალხი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში“,-აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა.

ვიცე-პოლსკოვნიკის თქმით, მისთვის შოკის მომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ უკრაინის აეროპორტში დააკავეს, რადგან არანაირ ინფორმაციას წინასწარ არ ფლობდა.

ამასთან, გია ცერცვაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მომავალშიც, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იბრძოლებს.

„ჩემთვის დიდი შოკი იყო, რომ ასე მოხდა. მაგრამ, თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, ჯობია ბრძოლის ველზე, ვიდრე ასე, ცხვარივით რომ დაგკლავენ. ეს იყო დასანანი. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ. მთავრობაში ხალხი მოდის-მიდის, საქართველო კი, მიანც დარჩება. სანამ შემიძლია, სადაც არ უნდა იყოს, დღეს - უკრაინა, ხვალ-აფრიკა, ყველგან ვიქნები იქ, სადაც ბრძოლა იქნება რუსეთის წინააღმდეგ“,-განაცხადა გია ცერცვაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი