პოლიტიკა
მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დააამტკიცებენ
მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დააამტკიცებენ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება, - განაცხადა საქართველოს გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მინისტთა კაბინეტებში გადაადგილებები და სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა.
,,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს.
საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.
ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის.
რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.
შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი. სწორედ ამიტომ ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო შეფასებაში.
ჩვენ ასევე ძირეულად შევცვალეთ და ადამიანზე ორიენტირებული გავხადეთ: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
ამავე დროს, ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად განვახორციელოთ.
თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი.
დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისათვის, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას თსუ-ის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის. მისივე თქმით, განათლების სამინისტროს შეუერთდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა კომპონენტი.
ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინიტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კომპონენტი. უწყებას უხელმძღვანელებს დიმიტრი ქუმსშვილი. რაც შეეხება გიორგი გახარიას ის შს მინისტრად დაინიშნა.
შსს-ს უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ჩაიბარებს.
ფინანსთა მინისტრად დაინიშნა მამუკა ბახტაძე, რომელიც საქართველის რკინიგზას ხელმძღვანელობდა.
კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის სამინისტროს კომპონენტი და მას კვლავ მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, უწყება უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი.
ცვლილებების შედეგად, საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მას უხელმძღვანელებს მიხეილ ჯანელიძე.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებები პარლამენტს წარედგინება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


