პოლიტიკა
მთავრობაში ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის - გიგა ბუკია
მე ვიცი, რომ პრემიერი კვირიკაშვილი დაიკავებს იმ ადგილს, რომელიც დღემდე ეკავა, დანარჩენი პრემიერის გადასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „კონსერვატორების’’ წევრი გიგა ბუკია მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს.
“მე ვიცი, ის, რომ პრემიერი დაუბრუნდება თავის ადგილს, დანარჩენი, რა და როგორ გადაწყდება, ყველაფერი მისი პრეროგატივაა. მე ვიცი, რომ რაიმე ძირეული ცვლილებები მთავრობაში არ არის მოსალოდნელი. ის სამინისტროები, რომლებიც ეფექტიანად მუშაობდნენ, ისევ გააგრძელებენ მუშაობას. ასევე ვიცი, რომ კალაძეს აქვს სურვილი მთავრობაში გადანაცვლების, თუმცა ყველაფერი გუნდური შეთანხმების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
,,კონსერვატორების’’ წევრმა საარჩევნო სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს სისტემის ცვლილებას ისევ ითხოვენ ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი და რაც არ უნდა ცვლილება ყოფილიყო, ისინი ვერ გადალახავდნენ ბარიერს. თუ ჩვენ იმ სისტემას მივიღებდით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობდა 2016 წლის არჩევნების დროს, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ 60-მდე დეპუტატით იქნებოდა წარმოდგენილი, ხოლო ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, ისევ იქნებოდნენ პარლამენტს გარეთ, მოსახლეობისთვის კი არ მგონია, მისაღები ყოფილიყო 60 კაცით „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენა პარლამენტში“, – განაცხადა გიგა ბუკიამ და აქვე აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსულტაციები გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


