სამართალი
მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი სამამულო წარმოების არგაჩერებას - ზაქარია ქუცნაშვილი „ომეგა ჯგუფზე“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ფინანსთა მინისტრს მოუწოდა, გადაამოწმოს ინფორმაცია „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების შესახებ.
დეპუტატის თქმით, უმჯობესია, მთავრობამ და კომპანიამ მოილაპარაკონ დავალიანების დაფარვის გონივრულ ვადებზე. მისივე განცხადებით, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას.
„თუ ვთქვათ, ფინანსთა მინისტრს არასწორ ინფორმაციას აძლევენ, ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ფინასთა მინისტრი არასწორ ინფორმაციას აძლევს დანარჩენ საზოგადოებას. ეს უკვე ძალიან სერიოზული ინსტიტუციური პრობლემაა. ფინანსთა მინისტრს მე მოვუწოდებდი, დაინტერესდეს, ვინ მიაწოდა მას არასწორი ინფორმაცია, თუ ეს ფაქტი ასეა, რომ 11-ჯერ შეიკრიბა რესტრუქტურიზაციის კომისია.
მთავრობა ვალდებულია, ყველა მეწარმეს თანაბრად მიუდგეს და როცა დავალიანება გროვდება, აქ უნდა მოვილაპარკოთ, მთავრობამ და ბიზნესმენმა, ან უნდა ვიჩხუბოთ. მე არ მომწონს ეს ჩხუბის რეჟიმში არსებული მდგომარეობა და მოვუწოდე ორივე მხარეს, იქნებ, მოილაპრაკონ, შეთანხმდნენ გრაფიკზე, აღიაროს კომპანიამ დავალიანების არსებობა, შეთანხმდეს გონივრულ გრაფიკზე და ამით შეუწყოს ხელი სამამულო წარმოების არგაჩერებას“, -განაცხადა ქუცნაშვილმა „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


