პოლიტიკა
მთავრობა 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტს პარლამენტს წარუდგენს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ, გადამუშავებულ ვერსიას მთავრობა პარლამენტში დღეს შეიტანს. მანმადე კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვნაზაძის განცხადებით, ბიუჯეტში შემცირდება ყველა ის თანხა, რომელიც დაკავშირებული არ არის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან.
„ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის პირობებში ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ დახმარებას. ასევე არის ჩადებული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ დახმარებას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. გარდა ამისა, ბიუჯეტში შესულია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 4,5-პროცენტიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, კორექტირებული ვერსია დაგეგმილი იქნება ეკონომიკის მინუს ოთხპროცენტიან შემცირებაზე. ასევე, შეცვლილია ბიუჯეტის დეფიციტი და იქნება 8,5 პროცენტზე. დანარჩენი ციფრები, ხარჯები, შემოსავლები, ასიგნებები იქნება წარმოდგენილი ჯერ კანცელარიაში, ხოლო შემდეგ პარლამენტში, ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს. ჩვენი კომიტეტი წარმოადგენს განხილვების გრაფიკს, რომელშიც იქნება ჩართული როგორც ყველა კომიტეტი, ასევე ნებისმიერი ფრაქცია, ოპოზიციური, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


