სამართალი
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ეუთოს დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, მის აღმატებულებას გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელი პირები და ეუთოს მისიის დელეგაციის წევრები.
პროკურატურის ცნობით, მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს საერთო ინტერესის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს გიუნტერ ბეხლერმა ირაკლი შოთაძეს ეუთოსა და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


