საზოგადოება
მთავარი რეკომენდაცია არის აცრა - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში იმუნური ფენა მაღალი არ არის.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველს არხს განუცხადა.
„მთავარი რეკომენდაცია არის აცრა. ჩვენთან იმუნური ფენა შემცირდა. იმუნური ფენა მაღალი გქვონდა მარტში. მოსახლეობის 85 პროცენტს ჰქონდა იმუნური პასუხი. ეს განპირობებული იყო როგორც აცრებით, ასევე გადატანით. ამიტომ შედარებით მარტივად გავიარეთ აპრილი, მაისი, ივნისის პირველი ნახევარი. მოგეხსენებათ, იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის შემდეგ, 5-6 თვის შემდეგ თანდათან მცირდება, იქნება ეს აცრა, თუ გადატანა, ამიტომ დღეს იმუნური ფენა შემცირებულია ქვეყანაში. მთავარი რეკომენდაციაა, მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან. მესამე დოზა შეუძლია, გაიკეთოს ყველა მსურველმა, 18 წლის ზემოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, რა შემთხვევაში და რომელ კატეგორიაში შემავალ პირებს შეუძლიათ, გაიკეთონ ვაქცინის მეოთხე, ანუ ბუსტერდოზა.
„პირველი ბუსტერიდან (მესამე დოზიდან) 4 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ ყველა ასაკის მოსახლეს შეუძლია, გაიკეთოს მეორე ბუსტერი (მეოთხე დოზა), ასევე, 18-დან 49 წლის ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები; ხოლო 12-დან 18 წლამდე ბავშვებში ექიმის დანიშნულებაა აუცილებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება 50 წლამდე კატეგორიას, რომელში შემავალ პირებსაც არ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, აქვთ მყარი იმუნიტეტი, თუმცა სურთ მეორე ბუსტერის გაკეთება, ამირან გამყრელიძე მათ ექიმთან კონსულტაციის გავლას ურჩევს. გამყრელიძე მეოთხე დოზას დასაშვებად მიიჩნევს ასევე მოგზაურობის შემთხვევაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


