პოლიტიკა
მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენა საპარლამენტო კომიტეტებში 15 ივლისს გაიმართება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებული საკომიტეტო განხილვები 15 ივლისს გაიმართება, ხოლო საკითხი პლენარულ სხდომაზე 16 ივლისს გავა.
„რაც შეეხება თარიღებს, ამაზე გვქონდა ჩვენ გუნდში კონსულტაციები და ვართ შეჯერებული იმაზე, რომ კვირას ჩატარდეს პირველი ნაწილი პროცედურის – ეს არის საკომიტეტო განხილვა და პოლიტიკური ჯგუფები და ორშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ ეს საკითხი. ვფიქრობ, რომ მომზადებისთვის საკმარისი დრო გვაქვს ყველას, აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ასეთ გადაწყვეტას. რაც შეეხება ფორმატს, გავიაროთ კომიტეტები, პოლიტიკური ჯგუფები და გავაკეთოთ ეს ყველაფერი კვირა დღეს და ორშაბათს, უკვე პლენარულ სხდომაზე, განვიხილოთ საბოლოოდ ეს საკითხი“,- აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატის პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში მოსმენას არ ითვალისწინებს.მან აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უმჯობესია, მოსმენა გაიმართოს იმავე ფორმატში, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის გამწესების საკითხის განხილვისას იყო გამოყენებული.
„რეგლამენტი არ ითვალისწინებს პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრას, თუმცა ამას აქვს თავისი პოლიტიკური მხარე. ერთია სამართლებრივი და მეორე პოლიტიკური მხარე. პირადად ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, რომელიც არის დაკავშირებული ამ განხილვასთან, ვფიქრობ, უმჯობესია, გამოვიყენოთ იგივე ფორმატი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ წინა შემთხვევაში, როდესაც განიხილებოდა ბატონი ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე გამწესების საკითხი. ეს არის ჩემი შემოთავაზება“, -თქვა კობახიძემ.
11 ივლისს საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. მას ხმა მისცა საბჭოს 12-მა წევრმა არცერთის წინააღმდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


