პოლიტიკა
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს თეა წულუკიანი უნდა ჩამოშორდეს - ოთარ კახიძე
საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უნდა ჩამოშორდეს.
დეპუტატის შეფასებით, უნდა შეიცვალოს საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესიც. კახიძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ერთი თავით მაღლა დგას თავიანთ კონკურენტებზე.
„მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი უნდა შეჩერდეს, სანამ არ გაიმართება მთლიანად წესი, სანამ არ ჩამოშორდება ამ პროცესს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის და გააუმჯობესებს თავად საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესს, მაგრამ ამ ხარვეზიანი წესითაც კი ჩვენ ვთავაზობთ ღირსეულ კანდიდატურას, რომელიც ერთი თავით მაღლა დგას მის კონკურენტებზე“, -აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა პირველ არხთან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ არ უნდა დაუჭიროს მხარი თეა წულუკიანის მიერ მოწონებულ კანდიდატს.
„მისი შერჩეული პროკურორები, ჩვენ ვიცით, ივანიშვილის გუნდიდან, თუ როგორ გაამართლეს საზოგადოების ნდობა. საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესიც არის შესაცვლელი. რაც შეეხება კანდიდატურებს, „ევროპულმა საქართველომ“ ამ პროცესშიც კი წარვადგინეთ ძალიან ღირსეული კანდიდატურა, რომელსაც აქვს საზოგადოების ფართო წრეებში ნდობა და მხარდაჭერა და აქვს ასევე კვალიფიკაცია და წესიერება, რომ დაიკავოს ეს თანამდებობა“, -თქვა კახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


