პოლიტიკა
მთავარი პროკურორის მოადგილეს და პროკურატურის წარმომადგენლებს საქართველოში ამერიკის ელჩის მადლობის სიგელები გადაეცათ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერიმ წარმატებული თანამშრომლობისთვის საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს, მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსს ნიკოლოზ დგებუაძეს, ამავე დეპარტამენტის პროკურორებს - თეა გიორგაძეს, ირინე ჩოჩიასა და მილენა მითაიშვილს, ასევე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან გურაშვილს მადლობის სიგელები გადასცა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ. მთავარმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ნიკოლას ბერლინერის და აშშ-ს საელჩოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. პროკურატურის თანამშრომლებისთვის მადლობის სიგელების გადაცემა აშშ-ს საელჩოს და შს სამინისტროს ამხანაგური საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე მოხდა. ფეხბურთის მატჩს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ჩუბინიძე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


