პოლიტიკა
მთავარი პროკურატურა უნარიანი არ არის და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება მას უბრალოდ, არ შეუძლია - ცოტნე გამსახურდია
მთელი რიგი მიზეზების გამო და ამ მიზეზთა ერთობლიობით, ფაქტია, დღეს, მთავარი პროკურატურა უნარიანი არ არის და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება მას უბრალოდ, არ შეუძლია, – განაცხადა ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივება მისასალმებელია, მაგრამ თუ ეს იქნება უბრალოდ, გახანგრძლივება გახანგრძლივებისთვის, სჯობს, ეს საქმე დახურონ.
„თუ ასე იქნება, სჯობს, ეს საქმე დახურონ, ვიდრე კიდევ ხუთი წელი ვიწვალოთ და ამ საქმიდან მოწმეებიც გაქრნენ, საზღვარგარეთ გაიქცნენ ან დაიხოცონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა გახლავთ ამ საქმეზე პოლიტიკური ნების გამომჟღავნება, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. დღეს, პოლიტიკური ნება პირიქით არის, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს, გაფუჭდეს და მოკვდეს“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
მისი თქმით, ცხედრის ვიზუალური დათვალიერების ოქმები და მოწმეთა ჩვენებები ცხადყოფს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს.
„მიუხედავად ამ ყველაფრისა და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას წლებია, ვთხოვთ და ვთავაზობთ, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარონ, ის დღემდე არ ჩატარებულა. ჩატარდა მხოლოდ ტანსაცმლისა და გენეტიკური ექსპერტიზა. მე ამიღეს სისხლი და დაადასტურეს, რომ ეს მართლა ზვიად გამსახურდია იყო“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
როგორც ცოტნე გამსახურდიამ აღნიშნა, ამ საქმეში მთავარი უბედურება ისაა, რომ სამართლებრივი სისტემა გამართული არაა და საქმის გამოძიება ვიღაცის ნებაზეა დამოკიდებული.
ზვიად გამსახურდიას შვილმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, არ ეგულება სინდისიერი და ჭკუათმყოფელი ადამიანი, ვისაც ოდნავი სიმპათია მაინც ექნება სიგუას, კიტოვანისა და სხვების მიმართ, ვინც 1992 წელს მშვიდობიან მიტინგებზე ადამიანებს არბევდა თუ ხვრეტდა და ამიტომ, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დიდი ხანია, დამდგარია, მაგრამ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.
„ჩვენი მთავრობების შეგნებული უმოქმედობით, ზოგიერთ საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა, ზოგიერთს კი, ჯერ კიდევ არ გასვლია. რა თქმა უნდა, მათი და შემსრულებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ელემენტარულად, რა დააშავეს იმ ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა, ვინც მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს ქუჩაში დახვრიტეს?“, – განაცხადა გამსახურდიამ.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა და მისი უახლესი ისტორიის გადმოცემა, ისევე, როგორც ის სისტემა, რომელსაც ახლა ებრძვის, სიცრუეზე, სიყალბეზე, სიბინძურეზე დგას და ამიტომ არის, რომ 30 წელია ფაქტობრივად, ერთი და იგივე წრეზე დავდივართ.
ცოტნე გამსახურდიამ გადაცემაში სტუმრობისას დევნილობაში გატარებული წლებიც გაიხსენა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


