პოლიტიკა
მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას, არის ის, რომ ისინი არ არიან საკუთარი ნებით მოქმედი ჯგუფები, არიან გარედან კარნახით მოქმედი ჯგუფები - შალვა პაპუაშვილი
მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას, არის ის, რომ ისინი არ არიან საკუთარი ნებით მოქმედი ჯგუფები, არიან გარედან კარნახით მოქმედი ჯგუფები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მათ ამოქმედებს, გარედან მითითებებია.
„ვნახეთ, 26 მაისს აღლუმი როგორ ჩააბარეს ლიეტუველ დეპუტატს, გორბაჩოვის ყოფილ თანამებრძოლს. იქადნებოდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს და სხვებს თავად ჩაებარებინათ აღლუმი. საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა გარემოცვამ აღლუმი ჩააბარეს გორბაჩოვის თანამებრძოლ ლიეტუველ ადამიანს. ესეც აჩვენებს იმ მონურ ფსიქოლოგიას, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ერთადერთი, რაც მათ ამოქმედებთ, არის გარედან მისული მითითებები. ამიტომაც არის, რომ ადამიანი როცა საკუთარი ნებით არ მოქმედებს, ერევათ ყველაფერი. ხედავთ, იმ მდგომარეობაში მიიყვანეს, რომ ყველა მათი ნაბიჯი შეცდომაა. ისინი ვიღაცამ შეაგულიანა, რომ არჩევნების შემდეგ თუ დაიწყებდნენ რადიკალიზაციას, უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ისინი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ უკანონო გზებით და დემოკრატიის გვერდის ავლით. ჩაუფლავდათ ეს რევოლუცია. დარჩნენ ასე მანდატების გარეშე. ყველას ნათქვამი აქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ახლა ყველა რიგრიგობით ლაგდება და ემზადება არჩევნებისთვის.
ეს არის საცოდავი ბედი მოღალატისა. რად გვინდა ისტორიაში ბევრი ძებნა. ალბათ სხვადასხვა ისტორიას როცა ვეცნობით და გვისწავლია, მოღალატეებზე ვსაუბრობთ, გვიკვირდა, რა ამოძრავებს ადამიანს, რომ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წავიდა. შეხედეთ, რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს – მელიებს, გვარამიებს, გახარიებს და ხაზარაძეებს, რომ საკუთარ სამშობლოს ღალატობენ და გორბაჩოვის თანამებრძოლ ლიეტუველ დეპუტატზე ცვლიან თავიანთი ქვეყნის ინტერესებს. რაღად გვინდა 200-500 წლით უკან წასვლა. ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ეთერში, სოციალური მედიით ხდება ეს ყველაფერი, რაც დარჩება ისტორიაში. ეს ხომ დარჩება მომავალ თაობებს, ჩახედავენ, რომ სააკაშვილის მოღვაწეობა სამარცხვინოდ და შავ ლაქად დარჩა ჩვენს ისტორიაში. ეს იყო დიქტატურის, ადამიანის ღირსების შემლახველი, უცხოზე გაყიდული ხელისუფლება, ასევე სამარცხვინოდ დარჩებიან ეს ადამიანები ისტორიაში. ახლა უბრალოდ საკუთარ მოღალატეობრივ ობელისკს კიდევ უფრო ამყარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


