პოლიტიკა
მთავარი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომ არა ქართველი ხალხი, მისი სიბრძნე, მხარდაჭერა, ვერცერთი შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული - ირაკლი კობახიძე
მთავარი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომ არა ქართველი ხალხი, მისი სიბრძნე, მისი მხარდაჭერა, ვერცერთი შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადამწყვეტი იყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც გასული წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლინდა.
„ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, იყო ძალიან სერიოზული, უხეში გარე ჩარევა, იყო ყალბი გზავნილის თავსმოხვევის მცდელობა, თითქოს ეს იყო რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, ასეთი გზავნილები კარგად გახსოვთ. სინამდვილეში ეს იყო ნამდვილად რეფერენდუმი, ოღონდ სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ, ეს იყო ომი და მშვიდობა. საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა პირველ რიგში ის, რომ ქვეყანას აქვს მშვიდობა და ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


