პოლიტიკა
მთავარი ამოცანაა, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ხალხი დავამაგროთ საკუთარ მიწაზე - ქეთევან ციხელაშვილი
ჩვენი მთავარი ამოცანაა, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ხალხი დავამაგროთ საკუთარ მიწაზე მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელსაც ქმნის მავთულხლართები და ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გამყოფი ხაზების მეორე მხარეს ცხოვრობს ძალიან მძიმე პირობებში'', - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციიტ, ქეთევან ციხელაშვილმა გაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის მუშაობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.
„კომისიის შექმნიდან - 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე შევძელით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების დიდ ნაწილზე რეაგირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სოფლებში გამოწვევები და საჭიროებები კვლავაც რჩება. ამიტომ სამთავრობო კომისია აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებების მოგვარებისთვის აქტიურ მუშაობას. იგეგმება, რომ მომდევნო სასწავლო წელს კვლავ გაგრძელდება ამ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ასევე აქტიურად ვმუშაობთ მიწებზე წვდომის საკითხზე, რაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


