სამართალი
მთავარ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ყოფილი მინისტრები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს.
მათივე ცნობით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
ცნობისთვის, განახლებული მინისტრთა კაბინეტის საკომიტეტო მოსმენების დროს, 13 ივლისს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე დაინტერესდა რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ყოფილ მინისტრებს დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.
თავის მხრივ, როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომან გოცირიძე ჭორებს ავრცელებს.
"ყველა იქ არის სადაც უნდა, ზაფხულია ზოგი შვებულებაშია, ზოგი ისვენებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


