სამართალი
მთავარ პროკურატურაში საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავარ პროკურატურას გერმანელი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სამართლის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს საქართველოს პროკურატურის რეფორმის პროცესის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვა წარმოადგენდა.
დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ: საქართველოს პროკურატურის სტრუქტურას, განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, საქართველოს პროკურატურის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიასა და პრიორიტეტებს. ასევე, აქცენტი გაკეთდა საქართველოს პროკურატურაში პროკურორების საქმიანობის შეფასების სისტემისა და მენტორების პროგრამის დანერგვაზე. ამასთან, ხაზი გაესვა პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავებისთვის სრული მზაობა გამოხატეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


