პოლიტიკა
მთაწმინდის მაჟორიტარის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება
საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება.
პარლამენტს წარმომადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების ჩატარება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების გამო მოუწევს, რადგან ის საკანონმდებლო ორგანოში სწორედ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში, თარიღის დანიშვნა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შეუწყდა დეპუტატს უფლებამოსილება. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში.
შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში მხოლოდ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


