უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2025 10:40
font-size

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ - ირაკლი კობახიძე

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 2012 წლის მდგომარეობასთან შედარებით, არამედ, საქართველო წინ უსწრებს ბევრ ქვეყანას.

„რა უნდათ ჩვენი პატარა ქვეყნისგან? საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობით არიან შეწუხებულები, სასაცილოა. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 2012 წლის მდგომარეობასთან შედარებით, არამედ, ჩვენ წინ ვუსწრებთ უამრავ ქვეყანას. ერთ-ერთი რეიტინგი გამოქვეყნდა ახლახან, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით. ამ მიმართულებით მარტო ამ წელიწადში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება აბსოლუტურად. ყველაფერი ღია და საჯაროა. გამჭვირვალეა ყველა ის საქმიანობა რაც სამთავრობო უწყებების მხრიდან ხორციელდება. პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დავუშვათ, გვაქვს სერიოზული პრობლემები დემოკრატიაში. 200 ქვეყანაა მსოფლიოში. ამ 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანაა, რომელსაც გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს. არის აბსოლუტური მონარქიები მსოფლიოში, არსებობს ერთპარტიული სისტემები, გაცხადებული ავტოკრატია აქვთ, სადაც ადამიანის უფლებები კონსტიტუციით არ აქვთ დადგენილი. ასეთი სახელმწიფოები არსებობს და იმათთან თანამშრომლობენ, მეგობრობენ, მუშაობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ. სრული აბსურდი რომ არის, ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი