პოლიტიკა
მსმენია კონსტიტუციონალისტები ჯეფერსონი, ჰამილტონი, მაგრამ ესენი, ვინც ყოველდღე ტელევიზორში გამოდიან, არ გამიგია - გია ჟორჟოლიანი
„ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი საქართველოს მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, განწყობა პრემიერისაც და უმრავლესობისაც არის ასეთი, რომ კომისია იყოს ფართო ჩართულობის საფუძველზე მოქმედი.
„მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, რადგან კონსტიტუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი და არ არის ექსპერტების, ბრჭყალებში ~კონსტიტუციონალისტების~.
მე მსმენია კონსტიტუციონალისტები ჯეფერსონი, ჰამილტონი, მაგრამ ესენი, ვინც ყოველდღე ტელევიზორში გამოდიან, არ გამიგია. კონსტიტუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, ეს არის მოქალაქეთა ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული დოკუმენტი და არა ისე, როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ მოირგო ის თავის დროზე”, -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


