პოლიტიკა
მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა - ვანო მერაბიშვილი
საქართველოს ყოფილ შინაგან პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს ის რომ შეეწყალა, საქართველოს პირველი პირი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში თქვა.
„მე როგორც ვიცი, ფორმალურად პრეზიდენტს რომ სურვილი ჰქონოდა შეწყალების, ამის პრობლემა არ ჰქონდა. მე ვერ წარმომიდგენია და არც ვთვლი, რომ ვიღაც ადამიანები უნდა დავაყენო ასეთი დარტყმის ქვეშ. მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა. საერთოდ მე არ მიყვარს ადამიანების დაყენება დარტყმის ქვეშ ჩემს გამო“, -განაცხადა მერაბიშვილმა.
ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა, თუმცა ის არსად წასვლას არ აპირებდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
„მე მშვენივრად ვიცოდი, ადამიანები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დაჰყავდათ. როგორც ეს ხელისუფლება იქცეოდა, აშკარა იყო, რომ არანაირ სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტი იყო. მე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში, მაგრამ მთავარი მაინც იყო პრინციპი. ეს ჩემი თავისთვის და ჩემი სიამაყისთვის გავაკეთე. ამავე დროს მე არ მინდოდა რომ ჩემს გამო ჩემი მეგობრები უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოქცეულიყვნენ“, -განაცხადა მერაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


