პოლიტიკა
მსგავს შეხვედრაზე პრინციპულად უნდა ხდებოდეს საქართველოს ინტერესების დაცვა - ეკა მიშველაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვურ ვიზიტზე
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ შეაფასა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები რუსულ მხარესთან უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ხოლო ქართული მხარე ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდეს.
„საქართველოს ინტერესების დაცვა უნდა ხდებოდეს ასეთ შეხვედრაზე და უაღრესად პრინციპულად უნდა ხდებოდეს საქართველოს ინტერესების დაცვა და ზოგადად, ასეთი შეხვედრები უნდა იყოს ძალიან ღია და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის მთლიანად, მაშინ მითუმეტეს, როდესაც ეს ურთიერთობა ხდება ოკუპანტ ძალასთან.
ზოგადად ჩვენი ხედვა ასეთია, ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ოკუპაცია, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება, უნდა იყოს ეროვნული თანხმობა“, - განაცხადა მიშველაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


