პოლიტიკა
მსჯავრდებულთა 99 % სკანერით შემოწმებას ირჩევს - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე ქალი პატიმრები სამედიცინო პერსონალისა და სოციალური მუშაკის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
როგორც მან განმარტა, მსჯავრდებულები აპროტესტებენ 28 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“. დოკუმენტის თანახმად, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ გამოიყენება.
დარახველიძის თქმით, პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ შემოწმება სკანერის აპარატის საშუალებით. მისივე განმარტებით, პირველადი მიღებისას ექიმი სხეულის დათვალიერებას ატარებს და ეს სავალდებულო პროცედურაა.
„ძირითად შემთხვევაში, სწორედ ამ ფორმით ხდება პატიმრების შემოწმება. ასევე არის დამატებითი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს დაწესებულებაში პატიმრის პირველადი მიღების დროს. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა ექიმის მიერ სხეულის დათვალიერება, რათა დაზიანებები იყოს აღმოჩენილი და აღრიცხული, მათი არსებობის შემთხვევაში. ბუნებრივია, სხეულის დათვალიერება საჭიროა, რადგან სკანერზე ვერ გამოჩნდება დაზიანება ან მაგალითად, ჩალურჯება აღენიშნება თუ არა. შესაბამისად, ციხეში პირველად მიღების დროს ეს არის არა მარტო დებულების მოთხოვნა, არამედ არაერთი საერთაშორისო აქტის, მათ შორის „სტამბოლის პროტოკოლიც“ ითვალისწინებს ამ ვალდებულებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მინისტრის ბრძანებით გაწერილი სპეციალური პროცედურები“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, დაზიანების აღმოჩენისას ექიმმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს საგამოძიებო ორგანოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს დაზიანებაზე გამოძიება, რადგან დაზიანების კვალი სწრაფად ქრება და შემდეგ რთულია გამოძიების ჩატარება.
დარახველიძის განცხადებით, მსჯავრდებულები ითხოვენ ანგარიშში მითითებული ფაქტების უარყოფას.
„ანგარიშში არასწორად იყო მითითებული ამ გარემოების შესახებ, თითქოს, ეს არის რუტინული პროცესი, თითქოს უსაფრთხოების ნაწილი და ა.შ. სწორედ ამ არასწორმა გარემოებამ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გამოიწვია პროტესტი. ასევე იყო შემთხვევა, როცა ოჯახის წევრებშიც გამოიწვია დაბნეულობა ამან და სწორედ ამ არასწორი ფაქტის უარყოფას ითხოვენ მსჯავრდებულები“, -თქვა დარახველიძემ.
მან უარყო ანგარიშში მითითებული ინფორმაცია, რომ გაშიშვლებით დათვალიერება პატიმრის დაწესებულებიდან გასვლის დროსაც ხდება.
„ამ მეთოდით შემოწმება ხდება, როცა პატიმარი პირველად შემოდის ციხეში, ყველა სხვა შემთხვევაში, ეს იქნება სასამართლოზე, კლინიკასა თუ სხვა მიზეზით დაწესებულების დატოვება, ყველა პატიმარს აქვს არჩევანი, შეუძლიათ სკანერით გაიარონ შემოწმება. თუ არ სურს სკანერი, ამ შემთხვევაში, არსებობს ნახევრად გაშიშვლების მექანიზმი და ამ მეთოდით მოწმდება“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულთა 99 % სკანერით შემოწმებას ირჩევს და ანგარიშში სტატისტიკაც არასწორად იყო მითითებული, რომ თითქოს, ყველა შემთხვევაში გაშიშვლების მექანიზმია გამოყენებული.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


