უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 სექტემბერი, 2018 15:00
font-size

მსჯავრდებულების ადვოკატები გლდანის მერვე დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

მსჯავრდებულების, გიორგი მარსაგიშვილისა და ზვიად ჭიტაძის ინტერესების დამცველები გლდანის მერვე დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადეს, ერთი თვის წინ გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმარს, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, რეჟიმის უფროსი, რამაზ ფირცხალავა ფიზიკურად გაუსწორდა.

ადვოკატების თქმით, სახალხო დამცველის დახმარებით, საჩივარი პროკურატურაში მოხვდა.

საგამოძიებო უწყებამ მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თუმცა ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურას ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჯერ არ დაუკითხავს.

„ზვიად ჭიტაძე, რომელსაც ჩატარებული ჰქონდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია, ითხოვდა ექიმს, რაც გამოწვეული იყო გაუსაძლისი ტკივილებიდან. გაიყვანეს ის, თითქოსდა, მიჰყავდათ ექიმთან შესახვედრად. საპასუხოდ კი, რეალურად ამას მოჰყვა ბევრი შეურაცხყოფა და მუქარა, რომ პატიმრები არ უნდა ითხოვდნენ არაფერს, რადგან მათ არ გააჩნიათ არავითარი უფლებები. ისინი არიან მონები. ამ სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოითხოვა ზვიად ჭიტაძისგან, ეჩვენებინა ფეხი, რომელიც მას აწუხებდა და სტკიოდა. მანაც აჩვენა და ზუსტად იმ ადგილას, სადაც ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული, ძლიერად რამდენჯერმე ფეხის ჩარტყმის შედეგად მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,“- განაცხადა ადვოკატმა, ლევან აფრასიძემ.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი