სამართალი
მსახიობ გურამ ჯაშს თავს დაესნენ
გვიან ღამით, მსახიობ გურამ ჯაშს თავს დაესხნენ. შემთხვევა მშრალ ხიდზე მოხდა.
ტელეკომპანია რუსთავი2-ის ინფორმაციით, მსახიობზე თავდასხმა ყაჩაღობის მიზნით მოხდა, მას თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჯაშს ქირურგიული ჩარევა, თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, გატეხილია საფეთქლის ძვალი, განვითარდა ჰემატომა.
მედიანიუსი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შსს დაუკავშირდა, სადაც თავდასხმის ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე, ყაჩაღობის ფაქტი არ დასტურდება.
ამასთან, უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება 120 მუხლით მიმდინარეობს, თუმცა სავარაუდოდ, გამოძიების პროცესში აღნიშნული მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


