სამართალი
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი ითხოვს, მისი კლიენტის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი გიორგი მახარაძე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ადვოკატის მოთხოვნაა, გიორგანაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.
„მიუხედავად აღებული ნიმუშისა, არ ჩატარებულა ექსპერტიზა და ამის მოტივი გასაგებია – არ დადასტურდებოდა გიორგანაშვილისა და აღებული ნივთმტკიცების შემხებლობა. ეს იყო მოტივაცია, რატომაც არ დაინიშნა კვლევა. საქმეზე ჯაბა ხულორდავას ჩვენების გარდა, არაფერი არ არსებობს, რასაც შეიძლება, პროკურატურა დაეყრდნოს. ეს ჩვენებაც სიცრუეა. მასთან აღმოჩენილი ნარკოტიკების გამო ვსჯით გიორგი გიორგანაშვილს ხულორდავას ოთხჯერ შეცვლილი ჩვენების გამო“, – განაცხადა ადვოკატმა.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს. მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ ბრალად.
ამასთან, გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


