სამართალი
მქონდა განცდა, რომ რაღაცა დანაშაული მზადდებოდა - ე.წ ციანიდის საქმეზე პროკურატურის მოწმე
ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ადვოკატი ლილი გელაშვილი, რომელსაც საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ციანიდთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველს მიაწოდა.
როგორც გელაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, მას მამალაძის მონაყოლის შემდეგ დარჩა შეგრძნება, რომ მკვლელობა იგეგმება. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ მოუწოდება მამალაძეს მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
„მოვყევი ის რაც მოსმენილი მქონდა. რაც გადმოგვცა ინფორმაცია მე მაძლევდა საფუძველს იმისას, რომ მეფიქრა, რომ რაღაცა დანაშაული მზადდებოდა. მას შემდეგ რაც ეს ინფორმაციები და გამოძიების მასალები საჯარო გახდება თქვენ გაიგებთ ამის შესახებ. მე მქონდა ალბათ განცდა, რომ მვკლელობა იგეგმება, რომ არ მქონოდა არ მოვუწოდებდი მას მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის“,-აღნიშნა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


