სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს გამოკითხავენ
გავრცელებული ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, მ. კ -ს გამოკითხავენ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მ. კ. პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს მ.კ-ს მიმართ შუალედური რეკომენდაცია აქვს ინიცირებული. ამ რეკომენდაციის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარემ მთავარ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე.
მ.კ. ამჟამად სრულწლოვანია. ის 18 წლისაა, თუმცა გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარის ფაქტის დროს ის 17 წლის იყო.
დღევანდელ სხდომაზე მ.კ-ს გარდა, კომისიის წევრები იმ არასრულწლოვან მოწმეებსაც გამოკითხავენ, რომლებიც გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


