სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მშობლები დღეს დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვის ფარგლებში დაიკითხნენ
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ-ს მშობლები დღეს დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვის ფარგლებში დაიკითხნენ.
მსჯავრდებულის მშობლებმა კომისიას განუმარტეს, თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის შემდეგ მსჯავრდებული და რა ინფორმაცია ჰქონდათ მის შესახებ.
პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, მსჯავრდებულის მამამ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
„გ.ჯ-ს მამას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ საქმეზე, რაც სასამართლოს მიაწოდა. სხვა ჩვენებებთანაც თანხვედრაშია. მშობლების ინფორმაციით, მათ არ იცოდნენ, სად იყო გ.ჯ. მკვლელობის შემდეგ. მამის განმარტებით ირკვევა, რომ საიდანაც სახლში წამოიყვანეს, აღნიშნული გარემოება მანამდე დაკითხული მოწმის ინფორმაციას ემთხვევა. მამამ იმავე დღეს მოგვიანებით გაიგო, თუ სად იმყოფებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, დანაშაულის დაფარვის საქმეზე დაკავებულთა პატიმრობის ვადა სექტემბერში იწურება.
საქმეზე სულ ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთია მოზარდის მამა – თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად, პატიმრობაში იმყოფება. მისი შვილი მ.კ. კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და შესაბამისად, მასზე პატიმრობა არ გამოყენებულა. ცოტა ხნის წინ მ.კ.-ს საქმე დანაშაულის დაფარვის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოიყო. გირაოთია გათავისუფლებული აღნიშნული მოზარდის ძმაც. თავად თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს, მასთან ერთად დაკავებული პირები კი – არა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


