სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეთა დიდი რაოდენობა გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს - სერგი კაპანაძე
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მოწმეთა დიდი რაოდენობა გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს.
„მოწმეების გამოკითხვებს მომდევნო დღეებსა და კვირებშიც გავაგრძელებთ, რადგან, როგორც ჩანს, არის მოწმეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს და ჩვენ ახლა, ბევრი თვის შემდეგ, გვიწევს ამ ხალხთან შეხვედრა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კაპანაძემ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ და ტრაგედიის დეტალები გამოკითხეს.
„მათაც ვეკითხებოდით იმ დეტალების შესახებ, რაც შეიძლება დაინახეს და დღეისთვის ახსოვდეთ. სამწუხაროდ, ეს გამოკითხვები თავიდანვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ჩატარდა. რაც შეეხება ახალ დეტალებს, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან კიდევ რამდენიმე თვითმხილველს უნდა მოვუსმინოთ. ეს ინფორმაცია შეჯერდება და დასკვნების გაკეთება ამის შემდეგ შეგვეძლება. ამ დასკვნებს თქვენ ყველანი უკვე კომისიის სხდომებზე მოისმენთ. შედეგი სხდომა შაბათს, ასევე ორშაბათსა და სამშაბათს იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია.
„გუშინ ეს ინფორმაცია ოთარ კახიძემ ახსენა. მან გაიმეორა ის, რაც ერთ-ერთმა მოწმემ ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კიდევ სხვა მოწმეების ჩვენებებსაც უნდა გავეცნოთ და შეჯერების შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვეძლება. ამ დასკვნებს აუცილებლად გავაკეთებთ. უბრალოდ ერთი და ორი მოწმის ნათქვამის ასე პირდაპირი გამეორება და აქედან დასკვნის გამოტანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


