სამართალი
მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ინდოეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების საქმეზე დაკავებულ ინდოეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
პროკურატურა პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე თითოეულისთვის სამი ათას ლარიან გირაოს ოთხოვდა.
საქმის პროკურორის თქმით, ინდოეთის ორი მოქალაქე მოზარდებმა და მათმა დედამ ამოიცნეს.
ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე სამართალდამცავებმა 4 ივლისს დააკავეს.
მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 138 ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკთან მიუღწეველთან. ამ მუხლისთვის გათვალისწინებულია 11-დან 15 წლამდე პატიმრობა.
საქმე ეხება ვარკეთილში, ერთი კვირის წინ მომხდარ შემთხვევას.
მოზარდების დედა და ასევე მათი ახლობელი აცხადებდა, რომ 4 ბავშვი მეზობელთან სათამაშოდ ადიოდა, ხოლო ამავე სადარბაზოში ქირით მცხოვრებმა ინდოეთის მოქალაქეებმა ბავშვები მოტყუებით სახლში შეიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და ფოტოები გადაუღეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


