პოლიტიკა
მოვუწოდებთ თბილისს, საერთაშორისო ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულოს-გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, თბილისში კვლავ არ სურთ 2011 წლის შეთანხმების შესრულება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ.
ამის შესახებ კარასინმა РИА Новости-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისში პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთში გაჩნდა განცდა, რომ საქართველომ გააცნობიერა ის, რაც ცხადია, რომ ვალდებულებები ორივე მხარემ უნდა შეასრულოს.
თუმცა, კარასინისი თქმით, მალევე გაირკვა, რომ თბილისს პოზიცია არ შეუცვლია.
„აღნიშნულ კითხვებს მე ქართულ მხარესთან გადავამისამართებდი. ნამდვილად, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში, ივლისის თვეში გამარათულმა საუბარმა გარკვეული ოპტიმიზმი ჩამისახა. გაჩნდა განცდა, რომ საქართველოში, როგორც იქნა, რუსეთთან დადებული 2011 წლის შეთანხმება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ გადაიკითხეს და გააცნობიერეს ის რაც, ცხადია: ის რომ შეთანხმება ვალდებულებებს ორივე მხარეს აკისრებს.
შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს, გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური წესი შვეიცარული სადამკვირვებლო კომპანიის მონაწილეობით.
სამწუხაროდ, მალევე გაირკვა, რომ თბილისის პოზიცია არ შეუცვლია. იქ კვლავ სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, საკუთარი ვალდებულებების მოსმენა კი არ უნდათ.
ცხადია, რომ საქმე ასე არ წავა. სამხრეთ კავკასიაში შექმნილ არც თუ მარტივ მდგომარეობაში, 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადეკვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობისთვის.
მოვუწოდებთ თბილისს, საბაბების გარეშე განაცხადოს მზადყოფნა თავისი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სივრცეში გადავიყვანოთ“,- განაცხადა კარასინმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


