უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მარტი, 2020 11:20
font-size

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში - საგარეო უწყება

იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლომბარდიაში, ვენეტოში, ემილიაში, რომანიაში და ასევე იმ რეგიონებში მგზვარობისგან, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, ბაზილიკატა, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული, ვენეცია ჯულია ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.

იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქალაქ რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123.

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს, უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომების და მათ შორის არსებული შეზღუდვების შესახებ“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი