უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მარტი, 2020 15:55
font-size

მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები - შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მუნიციპალიტეტში, მოსახელობისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილებამ შექმნა უჩვეულო სიტუაცია, რის გამოც ადგილობრივი მოქალაქეები რიგ შემთხვევებში გარკვეულ შფოთს გამოხატავენ. თუმცა მათთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მოსახლეობის მხარდაჭერისთვის.

მარნეულსა და ბოლნისში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციაში, და თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება დამაკმაყოფილებელია და სრულ კონტროლს ექვემდებარება.

რეგიონში გადაადგილება ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოზე კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. ასევე, მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

მდგომარეობიდან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი