პოლიტიკა
მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, რომ მისცენ თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება - თამარ ჩუგოშვილი
„იყო ბევრი სპეკულაცია არჩევნების დანიშვნის დღესთან დაკავშირებით, თუმცა ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ საკუთარ ნებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
დეპუტატმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა, ხოლო დამსაქმებლებს სთხოვა, მისცენ მათ დასაქმებულებს უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
„იყო ბევრი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით და იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ არჩევნების დღის დანიშვნა შუა კვირას იქნებოდა პრობლემების შემცველი, თუმცა ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ საკუთარ ნებას. 12:00 საათის მონაცემებით, 19,6 %-ია ამომრჩევლის აქტიურობა.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს საკუთარი ნება ამ არჩევნებზე და მისცეს ხმა. ასევე მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, რომ მისცენ თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


