პოლიტიკა
მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში თანამონაწილეები არიან - „ევროპის სახალხო პარტია“
ქართველი ხალხი დემოკრატიას იმსახურებს და არა ავტოკრატიას - მათ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ავრცელებს.
„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი საკუთარი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს, ოლიგარქი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა იყო და რომელსაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოლოდროინდელი დაკავებები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დევნის მუქარა მიზნად ისახავს ადამიანების პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის გაქრობასა და საზოგადოებაში ტოტალური შიშის აღძვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ძალადობა და რეპრესიები შეწყვიტოს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს პატივი სცეს. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში თანამონაწილეები არიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


