უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2025 12:04
font-size

მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ცნობები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენების შესახებ და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს - ჰელსინკის კომისია

აშში-ში არსებული ორპარტიული ჰელსინკის კომისია გასულ წელს აქციებზე წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებას ეხმაურება.

ჰელსინკის კომისიის ლიდერების განცხადებით, ისინი მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას და მათ მოკავშირეებს, რომ გადაამოწმონ ეს ფაქტი და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს.

„ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია.

ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწვრობები და ჯანმრთელობის გრძელვადიანი გართულებები დაუტოვა, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების კუთხით ნაკისრი იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება.

მსგავსი ქცევა „ქართულ ოცნებას“ რუსეთისა და ჩინეთის იმ კორუმპირებულ მმართველებთან ერთ რიგში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე იხევენ უკან.

მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კონგრესში ჩვენს კოლეგებს, მიიღონ „MEGOBARI აქტი“ – ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მიანიჭებს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის ლიდერების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სენატორები – როჯერ უიკერი და შელდონ უაითჰაუზი, ასევე კონგრესმენები – ჯო უილსონი და სტივ კოენი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი