პოლიტიკა
მოვუწოდებდი არასამთავრობოებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დარიგებულ ვაუჩერებზე ყურადღება გაამახვილონ - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაზე საუბრისას მესამე სექტორი ცალმხრივ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მიდგომაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერა ამომრჩევლების მოსყიდვას არ წარმოადგენს.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ყველამ იცის, რომ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილიდან დაიწყო და საკმაოდ ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობდა. მოვუწოდებდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ იმ ვაუჩერებზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რიგდებოდა. ვინაიდან ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ და ცალმხრივი აქვთ შეფასებები უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ ცალმხრივი და პოლიტიკურად ანგაჟირებულია ზოგიერთი მათგანის მიდგომა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვით 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


