პოლიტიკა
მოვუწოდებ თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლებას, არ დაუშვან საქართველოს ინტერესების შელახვა - ელენე ხოშტარია
ნაციონალურ მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია საგანგაშოს უწოდებს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის არ დასწრებას.
როგორც ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის საგარეო-პოლიტიკური სიგნალი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საფრთხეებს შეიცავს.
"ამ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად, საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღებოდა, ამ შეხვედრას, ამ მოვლენას არ ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი. ეს არის საგარეო-პოლიტიკური სიგნალი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მოვუწოდებ თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლებას, არ დაუშვან საქართველოს ინტერესების შელახვა და ძალიან აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტის განხორციელებაში,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


