პოლიტიკა
მოვუწოდებ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გამოაცხადოს გადადგომა - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ეს შეაფერხებს ბიძინა ივანიშვილის განზრახვას, ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვას.
„დღეს ქვეყანა ჩავარდნილია უმძიმეს სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში. ოლიგარქმა, რომელმაც მანამდე არჩევნების საყოველთაო გაყალბებით მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია, ამჯერად გადაწვიტა, ჩვენს ხალხს სამუდამოდ წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და იგი ამ გეგმას შეასრულებს, თუ არ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები. პირველ რიგში, მივუწოდებ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს ორ თვეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს, ხოლო ივანიშვილის ვერაგული გეგმა სამუდამოდ იქნება ჩაშლილი“, - განაცხადა ნათელაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ ქვეყნის პირველ პირს საზოგადოება აღარ აირჩევს.
„ვიმეორებ ეს ერთადერი გამოსავალია, ერთ წელიწადში ეწურება მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება და კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილია, რომ 2018 წელს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე, შედის ძალაში ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა“, - თქვა ნათელაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


