უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 დეკემბერი, 2016 11:40
font-size

მოვითხოვთ ფედერაციის საკუთრების უფლების აღდგენას - ბიზნესმენთა ფედერაციის განცხადება

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია მოითხოვს, რომ მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაუბრუნონ ფედერაციას შენობა, რომელიც მათ მიერ ამჟამად არის დაკავებული და ამ მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.

ამ მოთხოვნის და დავის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოებები:

2008 წელს, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის - ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ვანო ჩხარტიშვილმა ბიზნესმენთა ფედარაციას შესთავაზა ფედერაციის კუთვნილი შენობის დანგრევა და ახლის აშენება, შესაბამისი ფართის გადაცემი პირობით ახალ შენობაში .

2016 წლის დასაწყისში როდესაც ფედერაციის ახალმა მმართველობამ მოითხოვა ვანო ჩხარტიშვილის კომპანიისაგან ხელშეკრულების პირობების შესრულება აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების დადებიდან 8 წლის შემდეგ ვანო ჩხარტიშვილი არა თუ არ აპირებს სახელშეკრულებო პირობის შესრულებას, არამედ ხანდაზმულობის ვადაზე აპელირებით, უარს ამბობს შენობის უკან დაბრუნებაზეც .

ზემოთთქმულიდან გამომდინარე და იმის გამო რომ ხელშეკრულების დადებიდან 8 წლის შემდეგაც ხელშეკრულების პირობები შეუსრულებელები დარჩა, ფედერაცია გამოდის ხელშეკრულებიდან და ითხოვს შენობის უკან დაბრუნებას, სადაც ვანო ჩხარტიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები მთელი ეს პერიოდი იმყოფებიან.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლო დავის პერიოდში ვანო ჩხარტიშვილი აპირებს შენობის გასხვისებას.

ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვითხოვთ ფედერაციის საკუთრების უფლების აღდგენას ზემოთხსენებულ შენობაზე რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში , გერგეთის ქ.3 -ში და აქედან გამომდინარე:

მოვუწიდებთ დაინტერესებულ პირებს, განსაკუთრებით ბატონ ალექსანდრე მაშკევიჩს, რომლის ოფისიც ამჟამად იმყოფება ფედერაციის შენობაში, არ შეიძინონ ეს შენობა სასამართლო დავის დასრულებამდე.

NS

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი