სამართალი
მოვითხოვთ, არ მოხდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება - ადვოკატი
დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, მისი კლიენტის თურქეთში ექსტრადირების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენას ვერ ამტკიცებს.
კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ ჩაბუქის თურქული მხარისთვის გადაცემა სახიფათოა, რადგან არსებობს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები.
„ბრალდება არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას, რომლითაც დამტკიცდება დანაშაულის ჩადენა. ორი წლის განმავლობაში, ეს ადამიანი თურქეთში არც ყოფილა და ვერანაირ ქმედებას ის ვერ განახორციელებდა. რაც შეეხება ექსტრადირებას, უნდა გამოირიცხოს, რომ არ მოხდება წამება და არაადამიანური მოპყრობა, მაგრამ ყველა კვლევებით ნათლად ირკვევა, რომ ამ მხრივ თურქეთში არის კატასტროფული ვითარება. ამიტომ მოვითხოვთ, არ მოხდეს ექსტრადირება, რადგან ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რეალური გამოვლენა“, -თქვა ადვოკატმა ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მხარის მოთხოვნით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში იყო ჩართული. დაკავებულსა და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


