პოლიტიკა
მოვითხოვ არა მარტო კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა იმ გამყალბებელი პროკურორებისა და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას - ზაზა სარალიძე შსს-ში მივიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. სარალიძე შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდება.
სარალიძის განცხადებით, მისმა უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ შეხვედრის გამართვის მოთხოვნით წერილები გაუგზავნა შსს-სა და პროკურატურას, თუმცა მას მხოლოდ შსს გამოეხმაურა.
მისივე მტკიცებით, მიმდინარეობს საუბარი ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის, იმედა გუგუშვილის დაწინაურებაზე, თუმცა ამას პროკურატურა უარყოფს.
„გამომძიებელს უნდა შევხდე, ვისაც აქვს ჩაბარებული ახალი გამოძიების ეტაპი. მაინტერესებს, რა ეტაპზე არის გაყალბებული საქმე და აყალბებენ, თუ რას უშვრებიან კიდევ. ამის იმედი, რომ მქონოდა და რომ მქონდეს, გადადგმული უნდა ჰქონდეს ნაბიჯები, უკვე ამდენი ხანი, ერთ წელზე მეტი გავიდა უკვე. ჩემი სურვილით მოვითხოვე შეხვედრა ამათთან, არა მარტო ამათთან, პროკურატურასთან. ჩემმა უფლებადამცველმა გამოუგზავნა ოფიციალური წერილი. შსს დათანხმდა შეხვედრაზე, პროკურატურისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია არც შეხვედრის დასტურზე და არც უარყოფაზე. რა თქმა უნდა, მოვითხოვ არა მარტო კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა იმ გამყალბებელი პროკურორებისა და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას.
დღეს ვგებულობ, რომ ერთ-ერთი პროკურორის დაწინაურებაზე მიდის საუბარი პროკურატურაში, რომელმაც გააყალბა ჩემი შვილის საქმე“, - განაცხადა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


