პოლიტიკა
მოვა დრო, რომ ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში და თქვენი უსიცოცხლო პარტია ცარიელა რეგისტრაცია დარჩება - ლევან ჩხეიძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს
,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩხეიძე პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და მას უპასუხისმგებლობას და არაკორექტურულს უწოდებს.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აბსოლუტურად არაკორექტულ და უპასუხისმგებლო განცხადებას მინდა გამოვეხმაურო. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, ჯოჯუას პარტიას ჰქვია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და ამ ხალხმა 3-წლიანი სასამართლო დავების და ურთულესი პოლიტიკური კრიზისის პერიოდის გამოვლის შემდეგ დაიმსახურა, რომ მათ არ უწოდონ ვინმეს პარტია, განსხვავებით ქართული ოცნებისაგან რომელიც ერთმნიშვნელოვნად ივანიშვილის ჯიბის პარტიაა.
რაც შეეხება ე.წ. ასათიანის პარტიას, ეს არის ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი'' რომელიც დაფუძნდა ბერლინში 1942 წელს და რომლის ლიდერიც საქართველოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარეა, რომელსაც დამოუკიდებლობის აქტზე აქვს ხელი მოწერილი და მინიმუმ კოლეგიალობის გამო ცოტა კორექტულად უნდა მოიხსენიოთ. რაც შეეხება ედპ-ს ეს არის უძველესი ქართული პარტია რომელის წევრიც ერთ დროს მამათქვენიც ბრძანდებოდა. და შეგახსენებთ თუ არ გახსოვთ მეც და თქვენ ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატები ვიყავით.
როცა ამ პარტიების წევრთა რაოდენობაზე ლაპარკობთ, იფიქრეთ საკუთარი წევრების რაოდენობაზე, ხელისუფლებაში რომ არ იყოთ რამდენი წევრი გეყოლებოდათ და თქვენ თვითონ თუ იქნებოდით მაგ პარტიის წევრი საერთოდ?
მოვა დრო, რომ ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში და თქვენი უსიცოცხლო პარტია ცარიელა რეგისტრაცია დარჩება იუსტიციის სამინისტროში როგორც მოქალაქეთა კავშირი, ქრისტიან-დემოკრატები კი საქართველოს მომავალია!" - აცხადებს ლევან ჩხეიძე ირაკლი კობახიძისადმი მიმართვაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


