სამართალი
მოწმემ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანმა იცოდა, სად იმალებოდა ბრალდებული - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, დღევანდელ სასამართლოზე დაკითხული მოწმის ჩვენებით დასტურდება პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის მიერ დანაშაულის ჩადენა.
სარალიძის თქმით, ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ მკველელობიდან რამდენი საათის შემდეგ მირზა სუბელიანი მასთან სახლში მივიდა. ამ დროს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბარლდებული კალანდიას ძმა და ერთ-ერთი ბრალდებულიც სახლში იმყოფებოდნენ.
„ლუკა კალანდია, ვფიქრობ, ძალიან კარგად იყო მომზადებული ამ პროცესისთვის. დაზეპირებული ჰქონდა ის ჩვენება რომელიც მას უნდა მიეცა. ის მოამზადა ან პროკურატურამ, ან სუბელიანმა, ან ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობლებმა. ძირითადი რაც გამოკვეთა მან, რაც მანამდე მამამისმა და მისმა ძმამ უარყვეს, არის მირზა სუბელიანის მათ სახლში ყოფნაა. ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი იყო მათთან სახლში 1 დეკემბერს, მაშინ, როცა მისი ძმა და ერთ-ერთი ბრალდებული სახლში იმყოფებოდნენ. ანუ მირზა სუბელიანმა იცოდა, სად იყო ბრალდებული, მაგრამ არ წარადგინა პოლიციაში. ლუკა კალანდიას მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, მისი ძმის ჩვენების იდენტური იყო. ისაუბრა იმაზე, რაც მისმა ძმამ და ბრალდებულმა მოუყვნენ. ის ცდილობდა თავისი ოჯახის და ძმის დაცვას, რომ არ გამოაშკარავებულიყო სხვადასხვა დეტალები", - განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მოწმემ მამამისზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება უარყო და აღნიშნა, რომ მისმა ძმამ ეს ყველაფერი მეგობრების დასაცავად მოიგონა.
„რაც შეეხება მისი ძმის მონაწილეობას ამაზე თქვა ასეთი რამ - ეხებოდა დათოს და ჩემმა შვილმა გამოიყენა რაგბის ილეთი, ბეჭით დაეჯახა და გამოაგდო ჩხუბიდანო. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ტანსაცმელი, რომელიც ჩხუბის დროს ეცვა მის ძმას არ არის წარდგენილი გამოძიებაში. თუ დათოს ეხებოდა მ.კ. მაშინ რატომ არ ამოვიდა მის ტანსაცმელზე სისხლი?! გამოდის, რომ ტანსაცმელი გამოიცვალეს და ისე მივიდნენ პოლიციაში.
სუბელიანის პასუხისმგებლობას არავინ დააყენებს. კარგად ხედავთ, რომ დღემდე ბევრი ადამიანის პასუხისგების საკითხი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


