სამართალი
მოწმემ დაადასტურა, რომ იბერია ტვ-ს ლიცენზიის გადაფორმება ფიქტიურად მოხდა - პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, ბეგლარ ყიფიანი დაიკითხა.
მოწმის თქმით, მისთვის ტელეკომპანია იბერია ტვ-ს ლიცენზიის დათმობის შესახებ ცნობილია, ვინაიდან მეგობრობდა იმ პირებთან, რომლებზეც ფიქტიურად მოხდა ამ ლიცენზიის გადაფორმება. კერძოდ, მოწმის თქმით, იგი იცნობდა, როგორც ბიძინა ნიჟარაძეს, ისე იოსებ მგელაძეს.
თავის მხრივ, როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, მოწმედ გამოძახებულმა ბეგლარ ყიფიანმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ლიცენზიის გადაფორმება ფიქტიურად მოხდა.
,,მოწმემ ისაუბრა ტელეკომპანია ,,იბერიას’’ კუთვნილი ლიცენზიის გადაფორების დეტალებზე. კერძოდ, მან თქვა, რომ ჯერ ლიცენზია ფიქტიურად გაფორმდა დავით კაკაურიძეზე, მისგან ბიძინა ნიჟარაძეზე გადაფორმდა, ხოლო შემდეგ გადაფორმდა ასევე ფიქტიურად იოსებ მგელაძეზე ’’, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საქმეზე მომდევნო სხდომა 17 მაისის 10:00 საათისთვის ჩაინიშნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


